

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვედრებზე იწვევს.
„საკრებულო ახალგაზრდებისთვის“ - იწყება შეხვედრები ყოველი თვის ბოლო სამშაბათს (15.00 სთ-ზე) საკრებულოს კომისიების, ბიუროს, საკრებულოს საქმიანობის, საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, ასევე, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების და მონაწილეობითი მიდგომების გაცნობის მიზნით. აქტიურ ახალგაზრდებს გელით საკრებულოს სხდომათა დარბაზში (სტალინის ქ. N16)“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს