

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გორი-თბილისის მონაკვეთზე გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 6 მლნ. ლარამდეა და მისი დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.
„საქართველოს მთავრობის „საგზაო უსაფრთხოების 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის“ მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მთავარი ამოცანა საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებაა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზის ქსელზე დაახლოებით 80 000 გრძივი მეტრი სიგრძის EN 1317 ევროპული ნორმების შესაბამისად ლითონის მრუდხაზოვანი ძელების კონსტრუქციაც ეწყობა.
ცნობისთვის, აღნიშნული 2 პროექტის ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 19 მლნ. ლარამდეა და მათი დასრულება 2022 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.