გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან. 3 და 4 დეკემბერს, მაყურებელი თანამედროვე რეჟისორის ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლს იხილავს.
„ბავშვებს ყურები ნაჭრით ავუხვიე“ - ასე ჰქვია წარმოდგენას, რომელშიც გორის თეატრის წამყვანი მსახიობები - მარი არღუთაშვილი, ლიკა კევლიშვილი, კობა კოპაძე, ქეთი ლუარსაბიშვილი, ზვიად მაღალაშვილი და გიორგი ჩოჩნიძე მონაწილეობენ.
სპექტაკლი დიდ სცენაზე 19:00 საათზე დაიწყება. თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ