

გორის ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მოქალაქეებმა 2023 წლისთვის გორის მერიაში 94 საინიციატივო წინადადება წარადგინეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გამარჯვებული საინიციატივო წინადადებების გამოვლენის პროცესი 19 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქეები მონაწილეობდნენ.
„მოქალაქეებმა გამარჯვებული 37 საინიციატივო წინადადება გამოავლინეს, რომელთა განსახორციელებლად გორის მერიის 2023 წლის ბიუჯეტში 3 000 000 ლარია გათვალისწინებული“, - აღნიშნულია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერია ,,სამოქალაქო ბიუჯეტის” პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს