

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 23 ნოემბერს, მოქალაქეები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სერვისებით ვერ ისარგებლებენ.
GMnews-ის ინფორმაციით, აღნიშნული თარიღი სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში დასვენების დღედაა გამოცხადებული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 23 ნოემბერი მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის გამოცხადებულია დასვენების დღედ “, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 23 ნოემბერი საქართველოში 1991 წლიდან ოფიციალურად უქმე დღედ არის გამოცხადებული, შესაბამისად, არ მუშაობენ საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებიც.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს