

პიტბულის აგრესიის მორიგი შემთხვევა თბილისში - პეტრიაშვილის ქუჩაზე, ოჯახში, აღნიშნული ჯიშის ძაღლი 1 წლამდე ასაკის ბავშვს დაესხა თავს. პიტბულისგან დაგლეჯილი ძაღლი ციციშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, ექიმების ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
პიტბული იმ ოჯახს ეკუთვნის, რომლის წევრიც დაზარალებული ბავშვია.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ადამიანზე პიტბულის თავდასხმის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რის საფუძველზეც დაიწყო მსჯელობა, რომ ქვეყანაში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება/შემოყვანა აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს