

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გახანგრძლივდა და 22 ნოემბრის ჩათვლით ყველა მსურველისთვის უფასოა.
ქვეყნის მასშტაბით, ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს, რაც შეეხება შიდა ქართლს, ვაქცინაცია შესაძლებელია 32 სამედიცინო დაწესებულებაში.
ცნობისთვის, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა ,,სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
(გაეცანით შიდა ქართლში მოქმედი იმ სამედიცინო დაწესებულებების ნუსხას, სადაც შესაძლებელია სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია)
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს