

სსიპ -გორის მეოთხე საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.
დამსაქმებლის მოთხოვნით, ვაკანტურ ადგილზე განცხადების წარმდგენ პირს აუცილებლად უნდა გააჩნდეს სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს ტრენინგები ინკლუზიური განათლების შესახებ.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 200-240 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 15 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 1-ლი დეკემბერია მითითებული.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს