გორის ხელოვნების სახლი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების მულტიმედიურ გამოფენას მასპინძლობს.
პროექტ ART HOUSE 2022-ის ფარგლებში მოწყობილი ექსპოზიციის იდეის ავტორი მარიამ შერგელაშვილია. პროექტი კი გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება.
გამოფენაზე წარმოდგენილია მოწვეული ხელოვანების განსხვავებული შემოქმედებითი მიდგომები: ფოტო, სივრცული ობიექტი, ინსტალაცია, ციფრული და გრაფიკული ნახატი. ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, სივრცული დიალოგის მეშვეობით გამოფენის კონცეფცია ხელოვნების ვიზუალურ ენას ფილოსოფიური და ანთროპოლოგიური ასპექტებით განავრცობს.
გამოფენაში მონაწილეობენ: თორნიკე გოგნაძე, ქეთი კაპანაძე, თეა ნილი, ნინო საკანდელიძე და დავით ჩიხლაძე.
დამთვალიერებელს საგამოფენო სივრცეში სტუმრობა 30 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება.
დასწრება თავისუფალია.