

სსიპ - ნიკო კეცხოველის სახელობის ქალაქ გორის №1 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა.
ვაკანტურ ადგილზე განცხადების წარმდგენი პირი სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება, მათ შორის ჩაითვლება მოხალისეობის ან სტაჟირების გამოცდილება. შეეძლოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მხარდაჭერა სპეც. მასწავლებელთან და სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებთან ერთად თანამშრომლობის საფუძველზე.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 200-250 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 13 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 16 ნოემბერია მითითებული.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს