

ადგილობრივმა თვითმმართველობამ გორში 9 აპრილის მემორიალთან კომპოზიციის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც 103 000 ლარია გათვალისწინებული.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, სამეფო ქუჩაზე მდებარე სკვერში, სადაც მემორიალია განთავსებული, ეროვნული დროშის ფერებში შესრულებული კომპოზიციაც მოეწყობა.
„არსებული მემორიალი მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის, სამი თანაბარი თაღის ერთობლიობას წარმოადგენს. ბეტონის აღნიშნული ფორმები ხასიათდება მასიურობით, შეღებილია თეთრად. პროექტი აღნიშნული თაღების გაგრძელებაა, რომელსაც თავის მხრივ მიზნად აქვს დასახული რიტმულობის შემოტანა მთლიან სურათში, რაც გამომდინარეობს შინაარსობრივი დატვირთვიდან. წითელი და თეთრი ფერი – ინსპირაციაა ქართული დროშის“, - ვკითხულობთ საპროექტო დოკუმენტაციაში.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.