15 წლამდე ძალოსანთა შორის, თბილისში გამართულ ღია პირველობაზე გორელმა ძალოსნებმა 2 მეორე და 2 მესამე ადგილი დაიკავეს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, სოფლების - ზერტის და მეღვრეკისის დარბაზის წარმომადგენლებმა შემდეგ წარმატებას მიაღწიეს:
მეორე ადგილებზე გავიდნენ: ოთო ოქრუაშვილი (55 კგ. ზერტი) და ნიკოლოზ მაისურაძე (30 კგ. მეღვრეკისი);
მესამე ადგილები აიღეს: გიორგი ტერუნაშვილმა (25 კგ. ზერტი) და ჯუმბერ მოსიაშვილმა (34 კგ. მეღვრეკისი).
2024 წლის 25 ივნისს, 15 საათზე, საჯარო შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის.: გორი, გ. ფერაძის ქ. #5