

სსიპ - ნოდარ ხადურის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40 - საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „ზოგადი პროფილის პედიატრი“. სასურველია, გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟიც.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 600 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 14 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
სამუშაოს დაწყების თარიღად 1-ლი დეკემბერია მითითებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.