

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კობა გაბუნიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო პროგრამა ,,განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში გორსა და კასპში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის I ეტაპი უკვე დასრულდა გორში და ამჟამად მიმდინარეობს II ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოები.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა შენობების ფასადები, შეიცვალა კარ-ფანჯრები და დაირგო ნარგავები.
რაც შეეხება კასპს, დასრულდა ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე შენობების ფასადების მოპირკეთება, სააკაძის მოედნისა და სკვერების რეაბილიტაცია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 4 წლიანი პროგრამა „განახლებული რეგიონები“ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.