

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ლევან დემუროვი, მისი მწვრთნელები და წარმატებული მოკრივეები მადლობის სიგელებით დააჯიდლოვა.
მუნიციპალიტეტის საკრებულის ინფორმაციით, დავით რაზმაძე და საკრებულოს წევრები მოკრივეებს და მათ მწვრთნელებს შეხვდნენ, გამარჯვება მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს ევროპის ჩემპიონატში წარმატებული ასპარეზობისთვის.
ცნობისთვის, ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სკოლის აღზრდილი ლევან დემუროვი 2022 წლის საქართველოს ჩემპიონია. ბრინჯაოს მედალი მან (54 კგ.) იტალიის ქალაქ მონტესლივანოში გამართულ ჭაბუკ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა.
საქართველოს ჭაბუკ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.