

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 3.2 პროცენტით გაიზარდა.
მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ფასების მატების წლიური ინდექსი.
რაც შეეხება თბილისს, საცხოვრებელი უძრავი ქონება ბოლო ერთი წლის განმავლობაში 10.7 პროცენტით გაძვირდა, 2020 წელთან შედარებით კი, ფასების მატების ინდექსი 17.5 პროცენტია.
გაძვირებულია როგორც მრავალსართულიანი კორპუსების ბინები, ისე კერძო სახლები.
კეძო სახლების და ბინების სეგმენტზე ფასების ანალოგიური ზრდა ფიქსირდება საქართველოს რეგიონების დიდ ნაწილში.
უძრავი ქონების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შეფასებით, თითქმის თბილისის მაჩვენებელს უტოლდება საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების მატება რეგიონებში როგორც კერძო სახლების, ისე მრავალსართულიანი კორპუსების ბინების სეგმენტზე. შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებს შორის, უძრავი ქონება ყველაზე მეტად გორში გაძვირდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.