

კერძო სკოლა ,,თამარიონი +“ გორში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს. ვაკანტური პოზიცია გაკვეთილების კვირაში 12 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და ჩატარებას VII, VIII, IX, X, XI, XII კლასების მოსწავლეებისთვის ითვალისწინებს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
მსურველებს განაცხადის გაკეთების ვადა 22 ოქტომბერს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი, 24 ოქტომბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
დაინტერესებულ პირები, პოტენციურ დამსაქმებელს დამატებითი ინფორმაციისთვის, ასევე, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 555 24 01 30
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.