გორის ქარის ელექტროსადგურის გარდა, კიდევ ორი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება
საქართველოს მთავრობამ თბილისთან და კასპთან ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის კონცეფცია მოიწონა, - აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია „საქართველოს კაპიტალი“ ავრცელებს, რომელიც პროექტის განხორციელებას გეგმავს.
„უახლოეს მომავალში მოხდება შეთანხმება გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. ელექტროსადგურების მშენებლობა კი, არსებული გეგმით, 2022 წლის მეორე ნახევარში დასრულდება“, - აცხადებენ „საქართველოს კაპიტალში“.
როგორც ცნობილია, თითოეული ელექტროსადგურის სიმძლავრე 108 მეგავატი იქნება. შედარებისთვის, გეტყვით, რომ გორთან მოქმედი ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრე 20.7 მეგავატია.