

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკის ერთობლივი ორგანიზებით, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში (გორი, კასპი, ქარელი, ხაშური) სისხლის უანგარო დონაციის აქცია მიმდინარეობს.
გორის მერიის ინფორმაციით, აქცია გორში ხვალ, 13 ოქტომბერს 11:00 საათიდან დაიწყება (მის:. სტალინის ქ. #16) და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
მანამდე კი, ქარელში მიმდინარე აქციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდა.
„მსგავსი სახის ღონისძიებები მეტად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როცა საკითხი ბავშვების ჯანმრთელობას ეხება. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ა(ა)იპ „სისხლის უანგარო დონორების“ ინფორმაციით, გასულ თვეში 94 დონორის სიკეთემ 70 სიცოცხლე გადაარჩინა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს