

თურქული ენის შემსწავლელი უფასო კურსები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირებისთვის დაიწყო.
საგანმანათლებლო პროექტს გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო ახორციელებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კურსს სააგენტოს თურქული ენის მცოდნე სპეციალისტები უძღვებიან.
„თურქული ენის შემსწავლელი უფასო კურსები დაიწყო. სასწავლო პროცესს ჩვენი სააგენტოს თურქული ენის მცოდნე სპეციალისტები, თურქული ფილოლოგიის მაგისტრი თინათინ კონიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი ინა ბესტავაშვილი უძღვებიან. სასწავლო კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება ენის სწავლების არაფორმალური მეთოდები: დისკუსიები, დებატები, აუდიო-ვიზუალური მასალები. თურქული ენის შემსწავლელი კურსი დაიწყება მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში და გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში“, - აცხადებენ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.