

„გორის დღე 2022“ 9 ოქტომბრის ნაცვლად, 16 ოქტომბერს ჩატარდება.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დაანონსებული ამინდის პროგნოზის საფუძველზე მიიღო.
სინოპტიკოსების ცნობნით, 9 ოქტომბერს, გორში, მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +19 გრადუსს მიაღწევს.
მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები ლომჭაბუკის სკვერში 16 ოქტომბერს,12 საათიდან დაიწყება.
რაც შეეხება სახალხო დღესასწაულის პროგრამას, დაგეგმილ ღონისძიებათა უმრავლესობა ღია ცის ქვეშ ტარდება (მუნიციპალიტეტის სოფლების, მუზეუმების, საგანმანათლებლო და ტურისტული სივრცეების მოწყობა, სპორტული შეჯიბრებები, ადგილობრივი მეწარმეების კუთხეების განთავსება, ფერწერული ნამუშევრების, ფოტოებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა).
ღონისძიებაზე იგეგმება საპატიო გორელების დაჯილდოვებაც, საღამო კი გალა-კონცერტით დასრულდება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.