

სსიპ - გორის მეხუთე საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 36 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
ვაკანტურ ადგილზე განცხადების წარმდგენი პირი, სხვა მოთხოვნებთან ერთად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ჰქონდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლების ან/და ზრუნვის გამოცდილება; ინკლუზიური განათლების საკითხებზე გავლილი ტრენინგ-კურსები და ასისტენტად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 300-400 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 14 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს