

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, სასკოლო თვითმმართველობის განვითარების პროგრამა 2022-2023 დაიწყო.
საგანმანათლებლო პროექტი 2023 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მოსწავლეებისთვის სასწავლო ტრენინგ - კურსების ჩატარებას ითვალისწინებს.
„პროგრამის მიზანია, როგორც საჯარო სკოლების თვითმმართველობების, ასევე ახალგაზრდების ინდივიდუალური გაძლიერება და განვითარება. აქტივობებს, რომლებიც ყოველ შაბათს 12:00 - დან 14:00 საათამდე გაგრძელდება, გორის უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ტრენინგებს კვალიფიციური სპეციალისტები გაუძღვებიან. რაც შეეხება პროგრამის მონაწილეებს, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები 14 წლიდან არიან ჩართულები. მსურველებს, აქტივობებში ჩართვა პროგრამის ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ“, - ამბობენ გორის მერიაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.