

2022-2023 სასწავლო წელს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსებას კვლავ სახელმწიფო უზრუნველყოფს. როგორც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიის სხდომაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ახალგაზრდების ხელშეწყობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, გასული წლების მსგავსად, ამ მიმართულებით საჭირო თანხები ისევ გამოიყოფა.
კომისიის 25-ე სხდომის მუშაობაში, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები - შიდა ქართლის სახელმწოფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი და გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მონაწილეობდნენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს