

გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით, გორში, მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
საზეიმო ღონისძიება ხვალ, 5 ოქტომბერს, 17:00 საათზე, გორის კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ცნობისთვის, 5 ოქტომბერს, მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს და მისი დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის, მიზნად კი, მასწავლებლების მხარდაჭერას ისახავს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს