

საქართველოს მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის ორგანიზაციის ინიციატივით, გორის კულტურის სახლში გორელი პოეტის, ეთერ სადაღაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
ღონისძიება დღეს, 16:00 საათზეა ჩანიშნული და ავტორი პოეზიის მოყვარულებს ეპატიჟება.
„გთხოვთ, ნუ მიწყენთ, თუ ვინმე პირადად ვერ დაგპატიჟეთ დღევანდელ ღონისძიებაზე. არ იფიქროთ, დამავიწყდით, უბრალოდ, ვღელავ... როგორც ყოველთვის, ცოტა არეული ვარ... მაგრამ მიყვარხართ და თითოეულ თქვენგანს გელით“, - ამბობს პოეტი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს