

ტრადიციული სახალხო დღესასწაული „გორის დღე - 2022“ 9 ოქტომბერს გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაული 12 საათიდან დაიწყება, რაც შეეხება ღონისძიების ჩატარების ლოკაციას და პროგრამას, „გორის დღე“ ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და სხვადასხვა სახის კულტურულ, საგანმანათლებლო და სპორტულ სანახაობასა თუ აქტივობას მოიცავს. მოეწყობა ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელნაკეთი ნივთების და ყველა თაობის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილი იქნება გორის საგანმანათლებლო დაწესებულებების და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის სტენდები, ტურისტული კუთხეები, ბავშვებისთვის განთავსდება ატრაქციონები.
„გორის დღე 2022“- ის ფარგლებში, ასევე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, 18:00 საათზე კი, ტრადიციულად, ,,საპატიო გორელის“ წოდების მინიჭების ცერემონია შედგება.
„გორის დღე 2022 “-ს გალა-კონცერტი დაასრულებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება