

გორის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობის - გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა. ე. წ. „კაკლების“ ტერიტორიაზე მაგიდები, სკამები, ფანჩატური, საცეცხლური და ა. შ. განთავსდება, ასევე მოპირკეთდება წყარო.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიზნად ისახავს გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტყეში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებას.
აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 121 790 ლარია.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს