შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სოფელში 50 წელს გადაცილებული მამაკაცი დააკავეს.
13 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით დაკავებული პირი ბავშვის პაპაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქმედებას წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
დაკავებულს ბრალი ოფიციალურად უკვე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს