სინოპტიკოსების ცნობით, 22 სექტემბრიდან 25 სექტემბრის დილამდე, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან კი ელჭექი და სეტყვა, 25 სექტემბერს ნავარაუდევია ქარის გაძლიერებაც.
ნალექი და +25 გრადუსია მოსალოდნელი 23 სექტემბერს, 24 სეტემბერს კი, +23. ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და დღის საათებში მხოლოდ +19 გრადუსს მიაღწევს 25 სექტემბერს, პარალელურად, მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც 12 მ/წ-მდე.
26 სექტემბრიდან კი გორის მუნიციპალიტეტში გამოიდარებს და ერთი კვირის განმავლობაში უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი +25-დან +31 გრადუსამდეა ნავარაუდევი.
7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსამდე დაიკლებს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა და ელჭექი