

გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.
სოფელ შერთულში განახლებული საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების ყველა სტანდარტის შესაბამისად.
შიდა ინფრასტრუქტურის გარდა, მოწესრიგდა ეზოც, კეთილმოეწყო სათამაშო მოედნები და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, 2022-2023 სააღმზრდელო წელს, გორის მუნიციპალიტეტს კიდევ რამდენიმე კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი შეემატება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს