

21 სექტემბერს მართლმადიდებლური ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. საუფლო დღესასწაული უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნიდან აღინიშნება.
ღვთისმშობლის შობის დღე მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.
ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინა. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა.
მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ ,,მშობლებად ღმრთისა” იწოდებიან, როგორც იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს