

ქვეყანაში ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.
უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა
522 945 221 აშშ. დოლარი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 26.7% აჭარბებს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის მთლიან მაჩვენებელს, ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, იანვარი-აგვისტოს პერიოდში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 141 568 321 აშშ. დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან დაკავშირებით, მიმდინარე წელს, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში 1 437 776 241 (+204.3%) აშშ დოლარითაა გაზრდილი.
მარლენ ნადირაძემ საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას გასული ერთი წლის განმავლობაში საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
ძილი არის გონებრივი ენერგიის მთავარი ფუნდამენტი, ტვინის მთავარი „დამტენი“ და სისტემური გამწმენდი - როგორ უნდა გეძინოთ სწორად
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი