

გორში, კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი - ბესიკის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ქუჩაზე, რომლის სიგრძეც 382 მეტრია, მოეწყო ასფალტის საფარი, საფეხმავლოები, პანდუსები, მიერთებები, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები და საგზაო ნიშნები.
ახლადრეაბილიტირებული ქუჩა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ნიკა ღვინიაშვილმა დაათვალიერა.
„გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. 2022 წელს, სამუშაოები 15 - მდე ქუჩაზე და10 - ზე მეტ სოფელში დაიგეგმა. მათი ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი მიმდინარეობს. უსაფრთხო გადაადგილების ხელშეწყობა გორის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“, - აღნიშნა ნიკა ღვინიაშვილმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს