კულტურა
09.09.2022 13:15
უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლების სტუდენტებისთვის დავუშვებთ გორის ქალთა გუნდისა და „შავნაბადას“ ერთობლივ რეპეტიციებზე დასწრებას - კამერული გუნდი

გვინდა გავუზიაროთ ახალგაზრდებს გამოცდილება და ამიტომ, საქართველოში არსებული უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლების სტუდენტებისთვის დავუშვებთ გორის ქალთა გუნდისა და ,,შავნაბადას” ერთობლივ რეპეტიციებზე დასწრებას, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის ქალთა კამერული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,ჯ. კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 12 ოქტომბერს ,,შემოდგომის თბილისის” ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გორის ქალთა გუნდისა და ,,შავნაბადას” ერთობლივი კონცერტი. შესაბამისად, კონცერტისთვის სულ მალე დაიწყება მზადება/რეპეტიციები.

ჩვენ გვინდა გავუზიაროთ ახალგაზრდებს გამოცდილება და ამიტომ, საქართველოში არსებული უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლების სტუდენტებისთვის დავუშვებთ გორის ქალთა გუნდისა და ,,შავნაბადას” ერთობლივ რეპეტიციებზე დასწრებას. (იგულისხმება ერთი ან ორი რეპეტიცია).

ამისთვის საჭიროა კომენტარის სახით პოსტის ქვეშ დაწეროთ თქვენი უნივერსიტეტი, კურსი და ფაკულტეტი (ან დარეკეთ ნომერზე 592246622), ჩვენი საკონტაქტო პირი შეგეხმიანებათ და გაცნობებთ რეპეტიციის დროს და ადგილს, სადაც სტუდენტებს დასწრების საშუალება გექნებათ.

ადგილები შეზღუდულა და თარიღი ამ დღეებში დაზუსტდება, რასაც მოგვიანებით გაცნობებთ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გორის ქალთა კამერული გუნდი ავრცელებს.

კვირის ამბები