გორში, რამდერნიმე ლოკაციაზე დილიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და სამინისტროს სხვა დანაყოფები.
,,გორის მაცნეს" ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ამოღებას და ნარკორეალიზატორების დაკავებას.
ამ წუთებში კომბინატის დასახლების ტერიტორიაზ, შინდისის გმირების ქუჩაზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და პარალელურად, გრძელდება სპეცოპერაცია.
დაკავებულია ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებული რამდენიმე პირი.