

რუსული მედიის ცნობით, ნავთობის მწარმოებელი უდიდესი რუსული კომპანიის, ,,ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსი უტარდებოდა, კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა.
რავილ მაგანოვის დაღუპვის ფაქტზე, სხვადასხვა წყაროს საშუალებით არაერთი ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი არაოფიციალური ვერსიით, განიხილავენ მაგანოვის მკვლელობის ვერსიასაც.
ცნობისთვის, რავილ მაგანოვი და კომპანია „ლუკოილი“ ერთ-ერთია რუსული კომპანიების იმ მცირე ჩამონათვალში, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო აკრიტიკებდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს