საინტერესო ამბები
02.10.2019 15:43
Facebook-მა 3 მილიარდზე მეტი ყალბი ექაუნთი წაშალა
2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის ჩათვლით Facebook-მა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წარმოდგენილია მონაცემები ყალბი ექაუნთების შესახებ.

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, Facebook-მა 3 მილიარდზე მეტი ყალბი ექაუნთი წაშალა. რაც შეეხება კონკრეტულ პოსტებს, ინფორმაციის თანახმად, 7 მილიონზე მეტი პოსტი „სიძულვილის ენას“ ემსახურებოდა.
პირველად სოცქსელის ისტორიაში, Facebook-მა ანგარიშში დაწერა იმის შესახებაც, თუ რამდენი პოსტი წაშალა, ან რამდენზე აღდგა წვდომა მისი გასაჩივრებიდან განხილვის შემდეგ.
კვირის ამბები