

გასული ერთი კვირის განმავლობაში, 21-დან 28 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 13 737 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 14 486 პირი და გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი.
ცნობისთვის, ბოლო ერთ კვირაში, ქვეყნის მასშტაბით 76 704 ტესტი ჩატარდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს