საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლამდე საცხოვრებელი ფართები 13 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა, მათგან 7000 ოჯახი ბინას ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, ხოლო 6000 ოჯახი ,,სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული, განვადებით მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, ბინები ასევე აშენდება და გადაეცემა თბილისში 2400, ზუგდიდში 1700 და ქუთაისში 720 დევნილ ოჯახს.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ