

დღეს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები, ასევე გათანაბრებული და სკალირებული ქულები, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
naec-ის ცნობით, საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება აბიტურიენტებს მხოლოდ მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ.
საერთო სამაგისტრო გამოცდის და მასწავლებელთა საგნის გამოცდების აპელაციის შედეგებს კი, გამოცდების ეროვნული ცენტრი მომავალ კვირაში, თანმიმდევრულად გამოაქვეყნებს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს