

ატენის სიახლოვეს გაჩენლი ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ გორის მერის მოადგილემ განაცხადა.
ნიკა ღვინიაშვილის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს ეკიდა.
,,გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლი ხმელ ბალახს ეკიდა და დაახლოებით 1000 კვ.მ-ზე იყო გავრცელებული, ტყის საფართან ცეცხლის კერები არ გადასულა. ამ დროსისთვის ცეცხლი ჩამქრალია, ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განგვიცხადა, აღნიშნულ ლოკაციაზე შემდგომი გავრცელების საფრთხე აღარ არის“, - განაცხადა ნიკა ღვინიაშვილმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს