

ქალაქ გორში, რამდენიმე ლოკაციაზე გარეგანათების ნათურები შეცვალეს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოები ჯავახიშვილის ქუჩასა და შინდისის გმირების გამზირზე განხორციელდა.
როგორც ცნობილია, სამუშაოები ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ, ორი დღის განმავლობაში განახორციელა.
ცნობისთვის, ძველი ნათურები, რომლის 60 %-იც დაზიანებული იყო და აღარ ანათებდა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ენერგოეფექტური სანათებით ჩანაცვლდა.
ამასთან, ახალი ნათურები გარეგანათების 80-მდე ბოძზე დამონტაჟდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს