გორში, დევნილთა დასახლებაში გაჩენილ ხანძარს 80-წელს მიღწეული მამაკაცი ემსხვერპლა. დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კოტეჯში ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა.
როგორც GMnews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
თვითმხილველთა განცხადებით, შემთხვევის დროს, სახლში ოჯახის კიდევ ერთი წევრი, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა (გარდაცვლილის შვილიშვილი), რომელმაც ხანძარს უვნებლად დააღწია თავი.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფატზე გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.