125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გორელი თავისუფალი სტილის მოჭიდავე მერაბ სულეიმანიშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
გორელმა ფალავანმა, სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ამერიკელ მოწინააღმდეგეს - ნიკოლას დევიდ ფელდმანს, სძლია.
ცნობისთვის, მერაბ სულეიმანიშვილი, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია, მისი პირადი მწვრთნელი კი, არჩილ ბარამიძე გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ სულეიმანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ვერცხლის მედალი დაისაკუთრა.
2024 წლის 25 ივნისს, 15 საათზე, საჯარო შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის.: გორი, გ. ფერაძის ქ. #5