გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა, ხელოვნების სახლში დოკუმენტალისტ ფოტოგრაფ დინა ოგანოვას უმასპინძლა.
შეხვედრაზე, რომელსაც ფოტოგრაფიით დაინტერესებული პირები (არამარტო) ესწრებოდნენ, ფარგლებში დინა ოგანოვამ ისაუბრა დოკუმენტურ ფოტოგრაფიაზე. ასევე ამბის ვიზუალური თხრობის მნიშვნელობაზე - როგორც არა მხოლოდ ხელოვნების სფერო, არამედ როგორც ადვოკატირებისა და პროცესებში ჩართულობის მძლავრი იარაღი.
შეხვედრის დასასრულს, ფოტოგრაფმა ხელოვნების სახლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა საკუთარი ფოტო-წიგნები „Frozen Waves“, „sHEROes“ და ახლადგამოცემული ლიმიტირებული გაზეთი.
როგორც ხელოვნების სახლში განმარტავენ, ბიბლიოთეკა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ