

13 აგვისტოდან დღემდე, 5 დღის განმავლობაში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას" სამშობიაროში 19 ბავშვი დაიბადა, მათგან 2 - ტყუპი.
ტყუპი და-ძმა ხაშურიდანაა, სებისკვერაძე-კაპანაძის წყვილს, ტყუპების დაბადებამდე, 3 გოგონა ჰყავდა.
როგორც GMnews-ს ,,იავნანას" სამეანო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვასიკო სიმონიამ განუცხადა, 19-ვე ახალშობილი და მათი დედები თავს კარგად გრძნობენ.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს