საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ახალდანიშნული მოადგილე ირაკლი გივიაშვილი იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა. ვიზიტი სამუშაო ხასიათს ატარებდა, რომლის ფარგლებშიც, მინისტრის მოადგილე სახლ-მუზეუმის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელისგან პირადად მიიღო ინფორმაცია მუზეუმის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. შეხვედრისას, ასევე იმსჯელეს სახლ-მუზეუმის სამომავლო განვითარების პერსპექტივებზეც.
ცნობისთვის, ირაკლი გივიაშვილი ზედამხედველობას უწევს სამინისტროს იმ მუზეუმებს, რომლებსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვთ და საქართველოს რეგიონებშია განთავსებული.