რჩევები
16.08.2022 16:25
როგორ შევინახოთ ბადრიჯანი ზამთრისთვის

ყველა დიასახლისმა იცის, რამდენად პრაქტიკული და სასარგებლოა ზამთრისთვის გაყინული ხილი თუ ბოსტნეული, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ პროდუქტების გაყინვის დროს, რამდენიმე აუცილებელი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, რათა ხილ-ბოსტნეული სწორად გაიყინოს და მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს პროდუქტს როგორც სასარგებლო თვისებები, ასევე სტრუქტურა.

GMnews-ი გთავაზობთ ბადრიჯნის შენახვის 5 მეთოდს, რაც დაგეხმარებათ, ბოსტნეული ნებისმიერ დროს დაამატოთ სრულიად განსხვავებულ კერძებს.

შიგთავსისთვის, სალათებისთვის და ხიზილალასთვის:

ბოსტნეული კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. გაშრობის შემდეგ, ბადრიჯანს ვალაგებთ საცხობ ფირფიტაზე, რომელსაც არც ზეთის წასმა და არც პერგამენტის დაფარება არ სჭირდება. ვაცხობთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მზადყოფნამდე. როცა ბადრიჯანი კარგად დარბილდება, ღუმელიდან გამოიღეთ. გაციებულ ბოსტნეულს მოაშორეთ ყუნწები და დაჭერით გრძლად. კარგად გამშრალი ბადრიჯანი შეახვიეთ ფოლგებში და შეინახეთ საყინულეში.

ნახევრად მზა პროდუქტებისთვის:

ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ და დაჭერით რგოლებად. დაყარეთ მცენარეული ზეთით გახურებულ ტაფაზე, დაამატეთ მარილი, შეწვით მაღალ ცეცხლზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება. გაცივებული ბოსტნეული მოათავსეთ პლასტმასის კონტეინერებში და შეინახეთ საყინულეში.

ღვეზელების და ბოსტნეულის წვნიანებისთვის:

ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ, დაჭერით დიდ კუბებად. მოხარშეთ ოდნავ მარილიან წყალში, სანამ არ დარბილდება. გაცივებულ ბადრიჯნებს სტერილურ ცელოფნებში თანაბარ ფენად ვანაწილებთ, ცელოფნებიდან მთელ ჰაერს გამოვდევნით და ვკრავთ.

ხორცის კერძებისთვის:

ბადრიჯანს ვაშორებთ ღეროებს, ვჭრით წრეებად და ვათავსებთ ცელოფანში. ამოვტუმბავთ ჰაერს და ვინახავთ საყინულეში.

ნიგვზიანი, შემწვარი ბადრიჯნისთვის:

ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ და მოაშორეთ ღეროები. დაჭერით გრძელ, თხელ ნაჭრებად. საცხობ ფირფიტას მსუბუქად წაუსვით მცენარეული ზეთი. დაალაგეთ ბადრიჯანი. გამოაცხვეთ 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, გადაიტანეთ კონტეინერში და მოათავსეთ საყინულეში.

გაითვალისწინეთ: პრუდუქტის გასაყინად საუკეთესო ტემპერატურა -18-დან -23 გრადუსამდეა. გამოყენების წინ აუცილებელია ბადრიჯნის სწორად გალღობაც. ეს არ უნდა გაკეთდეს მიკროტალღურ ღუმელში ან ოთახის ტემპერატურაზე. ბოსტნეული საყინულედან გადაიტანეთ მაცივარში, დატოვეთ მთელი ღამით. მეორე დილით შეგიძლიათ დაიწყოთ მისი მომზადება.

კვირის ამბები