საინტერესო ამბები
16.08.2022 15:22
რა იზიდავს კოღოს ყველაზე მეტად და ადამიანების რომელ კატეგორიას უფრო ხშირად კბენს ეს მწერი

ზაფხულის პერიოდში თითქმის ყველა ჩვენგანს აწუხებს კოღოების შემოტევა, ამ მწერის კბენა კი საკმაო დიკომფორტს იწვევს. ხშირად მსჯელობენ, ადამიანების რომელ კატეგორიას უფრო მეტად ,,მტრობს“ კოღო და რა იზიდავს ამ მწერს ყველაზე მეტად.

წლების განმავლობაში, მეცნიერები ამ პროცესს იკვლევენ და შესაბამისი დასკვნებიც დადეს.

GMnews-ი მოგაწვდით ინფორმაციას, ვის უფრო მეტად მტრობს კოღო.

უკვე დადგენილია, რომ კოღოებს პირველი ჯგუფის სისხლი უფრო მეტად მოსწონთ, ვიდრე A (ll), B (lll), AB (lV) ჯგუფის. კოღოები სისხლის ჯგუფს სუნით განსაზღვრავენ.

კოღოს თვალს მუქი ფერის ობიექტები უფრო სიამოვნებს, თუმცა მეცნიერებმა ამის მიზეზი ვერ გაარკვიეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფერადი და ღია ფერის ტანსაცმელი კოღოების ყურადღებას ნაკლებად იქცევს. ამიტომ არის, რომ სიბნელეში კოღო ადამიანს უფრო მეტად ერჩის.

კვირის ამბები